Friday, May 13, 2016

ტრენინგის შეჯმება

დღეს ვამთავრებთ მეცადინეობას,მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით. ტრენინგის დაწყებამდე გავლილი მქონდა პირველი დონის ტრენინგი და სხვა არაფერი წინა ცოდნა არა მქონია. პირველი დონის გავლის შემდეგ ძალიან კმაყოფილი ვიყავი და ბევრი რამ ვისწავლე , ამიტომ მოტივაცია უფრო მაღალი მქონდა და დიდი მონდომებით დავიწყე  ამ ტრენინგზე  სიარული. ამ ტრენინგით ბევრი რამ ვისწავლე.ვისწავლე ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში, რესურსების შერჩევა და მისადაგება სასწავლო პროცესში განხორციელებულ აქტივობებისადმი, მე შემიძლია  დიაგრამების და გრაფიკების აგება, პრეზენტაციის აწყობა საკითხის შესაბამისად ,შემიძლია საკუთარი ბლოგის შექმნა და ამ ბლოგზე ინფორმაციის განთავსება, ვმუშაობ ელექტრონული ფოსტის გამოყენებით.
მიღებული ცოდნა შემიძლია გამოვიყენო არა მარტო კლასში მოსწავლეებთან, არამედ
საზოგადოებასთან ურთიერთობის, კოლეგებთან და მშობლებთან კომუნიკაციის დროსაც.

No comments:

Post a Comment