Friday, May 13, 2016

ტრენინგის შეჯმება

დღეს ვამთავრებთ მეცადინეობას,მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით. ტრენინგის დაწყებამდე გავლილი მქონდა პირველი დონის ტრენინგი და სხვა არაფერი წინა ცოდნა არა მქონია. პირველი დონის გავლის შემდეგ ძალიან კმაყოფილი ვიყავი და ბევრი რამ ვისწავლე , ამიტომ მოტივაცია უფრო მაღალი მქონდა და დიდი მონდომებით დავიწყე  ამ ტრენინგზე  სიარული. ამ ტრენინგით ბევრი რამ ვისწავლე.ვისწავლე ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში, რესურსების შერჩევა და მისადაგება სასწავლო პროცესში განხორციელებულ აქტივობებისადმი, მე შემიძლია  დიაგრამების და გრაფიკების აგება, პრეზენტაციის აწყობა საკითხის შესაბამისად ,შემიძლია საკუთარი ბლოგის შექმნა და ამ ბლოგზე ინფორმაციის განთავსება, ვმუშაობ ელექტრონული ფოსტის გამოყენებით.
მიღებული ცოდნა შემიძლია გამოვიყენო არა მარტო კლასში მოსწავლეებთან, არამედ
საზოგადოებასთან ურთიერთობის, კოლეგებთან და მშობლებთან კომუნიკაციის დროსაც.

Wednesday, May 11, 2016

ჩემი პორტფოლიო

პორტფოლიო შექმნილია ტრენინგის მიმდინარეობის დროს

Sunday, May 8, 2016

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:,,რეგიონები''

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ყველა რეგიონს, მოიძიებენ ინფორმაციას მათი  ტერიტორიების ფართობების მიხედვით, მოიპოვონ მონაცემები და ააგონ შესაბამისი დიაგრამები


პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ რამ იქონია გავლენა საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე, რამ გამოიწვია მოსახლეობის მიგრაცია,  ააგებენ დიაგრამას და მიხვდებიან რამდენად მოსახერხებელია რიცხვითი მონაცემების წარმოსადგენად დიგრამების ცოდნა
პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა მოიძიებენ შესაბამისი ინფორმაციებს,  დაახარისხებენ , შეადგენენ მონაცემთა ცხრილს და ააგებენ შესაბამის დიაგრამას.


მონაწილეთა ასაკი 13-14 წელი
:
ვადები/ ხანგრძლივობა 2 კვირა
:
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც  შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას, თანამშრომლობას, კომუნიკაციას,პრეზენტაციის გაკეთებას, , დიაგრამის აგებას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:შესაბამისი ლიტერატურა,(კერძოდ გეოგრაფიის სახელმძღვანელო,) ენციკლოპედია,ისტორიის სახელმძღვანელო, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები
)1) მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ შესაბამის რეგიონს ინფორმაციის მოსაძიებლად (კერძოდ, რამდენი რეგიონიც არის , იმდენ ჯგუფად)

:2)მოსწავლეები მოიპოვებენ შესაბამის ინფორმაციებს და შეადგენენ ცხრილებს (რამდენი იყო ტერიტორიის ფართობი და მოსახლეობა, თავიაანთ რეგიონებში)

3) შემდეგ ააგებენ დიაგრამებს ამ მონაცემების მიხედვით

4) გააკეთებენ დასკვნებს
5)შექმნიან ერთობლივ ნამუშევარს და წარუდგენენ სკოლის საზოგადოებას
:
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია, გეოგრაფია,ისტ-ი

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ელისო გიოშვილი

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:eliso.gioshvili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი:http://ict2-eliso.blogspot.com/

Saturday, May 7, 2016

მეორე მოდულის შეჯმება

გაკვეთილის დაგეგმვა და გეგმის ელექტრონული ვერსიის დამზადება, სქემების აგება-გამოყენება, ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა, ელექტრონული ინფორმაციის გამოყენება საიტიდან, პრეზენტაციის  მომზადება ms power-point-ში, აუდიო და ვიდეო საშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში, სწავლის შეფასება (ისტ-ის გამოყენებით), შეფასების სქემები,სემესტრული ქულის გამოყვანა, წლიური ქულის გამოანგარიშების წესი, საერთო წლიური და საფეხურის საერთო ქულის გამოანგარიშების წესი.